ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კამილ გაჯიევთან ინტერვიუში „არწივმა“ აღნიშნა, რომ თოფურიას ძალიან გაუჭირდება და პრაქტიკულად უშანსოდაა.

„თოფურიას ცარუკიანთან შანსი არ აქვს. არმანი სტრაიკერებთან დისტანციას კარგად აკონტროლებს, ფეხებით უკეთ მუშაობს და ძალიან კარგი მებრძოლია. მას უკვე აქვს ვიდეომასალა, რომლის ნახვაც და ილიას შესწავლა შეუძლია. სამი წლის წინ რომ ეჩხუბათ, ნაკლებ სიფრთხილეს გამოიჩენდა, ახლა კი კარგად შეგიძლია დაინახო, თოფურიასთან ორთაბრძოლისას რას უნდა უფრთხილდე.

ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის, ისლამ მახაჩევს თუ არ ჩავთვლით, მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი ცარუკიანია (ამ წინადადებისას ხაბიბს შეეშალა და წამოცდა: „ამ მომენტისთვის, ისლამ მახაჩევს თუ არ ჩავთვლით, მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი თოფურიაა.“ გაჯიევმა გაუსწორა, ცარუკიანზე ლაპარაკობო და ნურმაგომედოვმაც შეცდომა გამოასწორა).

ცარუკიანი ჭიდაობით კი არა, საბრძოლო სტილის გამო გაიმარჯვებს. არმანი ფეხებში კარგად შედის და პარტერში იდაყვებს მშვენივრად იყენებს. ჭიდაობაც შეუძლია და აქვს უნარი, მეტოქეს ზურგი აუღოს. თოფურიასთან დისტანციაზე არ შევა. ილიას ჩხუბების ყურება და ანალიზის გაკეთება შეუძლია. ჩემი აზრით, შანსები 80/20-ზეა არმანის სასარგებლოდ და ვფიქრობ, ცარუკიანი გაიმარჯვებს. ჭიდაობასთან და პრესინგთან ერთად, მისი გაბარიტებიც უნდა გავითვალისწინოთ. ილიაზე მაღალია და ჩხუბის დროს უფრო მძიმეც იქნება.  

ყველამ ვიცით, როგორი ჭიდაობა აქვთ ჰოლოუეისა და ოლივეირას. მათ ჭიდაობა საერთოდ არ აქვთ და სტრაიკერები არიან. ილიას არ უჩხუბია მეტოქეებთან, რომლებიც ფეხში ჩადიან, ჭიდაობენ და ამას იმეორებენ. ყველა მისი მოწინააღმდეგე სტრაიკერი იყო და რომელ მოჭიდავესთან უბრძოლია? საინტერესო ბრძოლა იქნება და ვიცი, რომ UFC ფრთხილობს. მათ არ უნდათ, ილიამ ტიტული ასე სწრაფად დაკარგოს, რადგან არმანზე უფრო ცნობილი სახეა.“

შეგახსენებთ, რომ თოფურია დაუმარცხებელი მებრძოლია და Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერია. რაც შეეხება ცარუკიანს, იგი მსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო“ - მიქაუტაძე მეცთან მატჩის შემდეგ
„ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო“ - მიქაუტაძე მეცთან მატჩის შემდეგ