„ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო“ - მიქაუტაძე მეცთან მატჩის შემდეგ
გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების დერბი შედგა.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის „მეცს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ქართველებთან შეხვედრასაც გამოეხმაურა.
რას წერს მიქაუტაძე:
„ზუსტად ისეთი საღამო იყო, როგორიც ჩვენ გვიყვარს. მადლობა გულშემატკივრებს, თქვენი მხარდაჭერა მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება. „მეცთან“ განსაკუთრებული ფიქრები მაკავშირებს და ამ გუნდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მეცში“ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი აქვს გატარებული. ამ გუნდთან ერთად ქართველი შემტევი რამდენიმე სეზონის წინ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ამავდროულად, ბომბარდირიც გახდა.
2 ტურის შემდეგ „ლიონი“ 6 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს ლიდერობს, „მეცი“ კი 0 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა. მომდევნო ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ მიიღებს, „მეცი“ კი სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება.