გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილის დებიუტი ლიგა 1-ში | მიქაუტაძემ ყოფილ გუნდს ვერ გაუტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონმა'' შინ „მეცი'' 3:0 დაამარცხა. ლიონელთა სასტარტო 11-ეულში გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მისი დღე არ იყო, ყოფილ გუნდთან მატჩში გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა უშედეგო იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 100-პროცენტიანი მომენტი არ ჰქონია.

ლიგა 1-ში გიორგი აბუაშვილის დებიუტი შედგა, დაცვასა თუ შეტევაში ბევრი იშრომა და ტოპ ლიგაში პირველი მატჩიდან გამომდინარე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საფეხბურთო ინტელექტი, ტაქტიკური ცოდნა და ტექნიკური უნარები გამოავლინა, თუმცა მისი პოტენციალის ფეხბურთელს გაცილებით მეტი შეუძლია. ეს მხოლოდ პირველი მატჩია და მისგან კიდევ უფრო კარგი თამაშის, პროგრესისა და შეტევაში უფრო მწვავე მოქმედებების მოლოდინი გვაქვს. აბუაშვილის დღევანდელი თამაშიდან რამდენიმე ეპიზოდია გამოსარჩევი, მათ შორის მე-6 წუთზე მიქაუტაძესთან ორთაბრძოლა, როცა თავგანწირული იყო.

„მეცის'' სასტარტო შემადგენლობაში გიორგი აბუაშვილთან ერთად გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა. ორიე მათგანი 62-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 2:0 იყო.

„ლიონმა'' საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, პირელ ტურში მიქაუტაძის გოლით გასვლაზე „ლანსი'' დაამარცხა. „ლიონისგან'' განსხვავებით „მეცმა'' ორივე მატჩი დათმო, პირველ ტურში შინ „სტრასბურგთან'' 0:1 დამარცხდა. „ლიონს'' ჯერ გოლი არ გაუშვია, „მეცს'' არ გაუტანია. 

მესამე ტურში „მეცი'' „პარიზს'' ესტუმრება, „ლიონი'' „მარსელს'' მიიღებს. ორივე შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი სპორტინგს გამარჯვებაში დაეხმარა | ქართველის კარგი მატჩი
ქოჩორაშვილი სპორტინგს გამარჯვებაში დაეხმარა | ქართველის კარგი მატჩი