ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილის გოლით - სენტ-ეტიენმა ბულონი დაამარცხა

ლიგა 2-ის მესამე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ბულონს“ ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში „სენტ-ეტიენი“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ზურიკოს გუნდს არ ჰქონია. მეორე ტაიმში „მწვანეები“ ისევ ბევრს აქტიურობდნენ, 74-ე წუთზე კი თავისი გუნდი ზურიკომ დააწინაურა.

ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 7.2-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 წარმატებული დრიბლინგი, 82 შეხება ბურთთან, 60-დან 47 ზუსტი პასი (78%), 2 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 24 დაკარგული ბურთი და 1 ჯარიმა.

დავითაშვილის გოლი და გამორჩეული მომენტები: 


3 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 7 ქულა აქვს. „მწვანეები“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს შინ, „გრენობლის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა მარცხით დაიწყო |  ბუდუ 71-ე წუთზე შეცვალეს
ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა მარცხით დაიწყო | ბუდუ 71-ე წუთზე შეცვალეს