გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი სპორტინგს გამარჯვებაში დაეხმარა | ქართველის კარგი მატჩი

პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „ნასიონალი'' შინ ლისაბონის „სპორტინგს'' 1:0-ს ამარცხებდა, თუმცა სტუმრებმა თამაში შემოატრიალეს და 1:4 მოიგეს.

„სპორტინგის'' ქართველი ლეგიონერი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 32-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა, ტრავმირებული მორიტა შეცვალა. 37-ე წუთზე ქოჩორაშვილის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო პაბლო რუანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „სპორტინგი’’ რიცხვობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა.

გატანილ გოლებში ქოჩორაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა კარგი შთაბჭდილება დატოვა, აქტიური იყო.


26 წლის გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ლისაბონის „სპორტინგში’’ გასულ ზაფხულში გადავიდა, პორტუგალიის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში (ისევე როგორც პორტუგალიის სუპერთასზე) სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

„სპორტინგი’’ მომდევნო მატჩს პორტუგალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში საკუთარ კედლებში „პორტუსთან’’ გამართავს (30 აგვისტო, 23:30). ამ მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება. დღევანდელი მატჩიდან გამომდინარე „ქოჩორა'' კარგ ფორმაშია, თუმცა შეუძლია შეტევაში უფრო მწვავე და პროდუქტიული იყოს.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში საქართელოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პორტუგალიის სუპერთასზე ითამაშა, ამ მატჩშიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, „სპორტინგი’’ „ბენფიკასთან'' 0:1 დამარცხდა.

Transfermarkt-ი ქართველ ფეხბურთელს ხუთ მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა მარცხით დაიწყო |  ბუდუ 71-ე წუთზე შეცვალეს
ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა მარცხით დაიწყო | ბუდუ 71-ე წუთზე შეცვალეს