კონტრაქტს ხელი მოაწერა | ბაგრატიონი ავსტრიაში ითამაშებს
CrystalSport-ის ინფორმაციით, მუხრან ბაგრატიონი კარიერას „გრაცერში’’ გააგრძელებს. ფეხბურთელმა, რომელიც ივნისიდან მოყოლებული ფერდინანდ ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
2024 წელს ფელდჰოფერი თბილისის „დინამოს’’ წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ბაგრატიონმა ხუთ მატჩში ითამაშა.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, ქალაქ გრაცის დერბიში ქართველი ფეხბურთელების, მუხრან ბაგრატიონისა და ოთარ კიტეიშვილის დაპირისპირება შედგება.
1,84 მ. სიმაღლის მარცხენა მცველს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს შვეიცარიასთან ამხანაგურ მატჩში უკაპიტნა, 19-წლამდე ნაკრებს - დანიასთან და ინგლისთან (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი).
2023 წელს რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ნიდერლანდებთან და შვედებთან მატჩებისთვის მიიწვია, თუმცა არ ათამაშა. ახალ შესარჩევ ციკლში პროგრესისა და სათამაშო პრაქტიკის ქონის შემთხვევაში 21-წლამდე ნაკრებში მოიაზრება.
ბაგრატიონი თბილისის „დინამოს’’ აკადემიის აღზრდილია. იჯარით ბათუმის „დინამოსა’’ და „თელავში’’ უთამაშია. 2025 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის „დინამოში’’ 9 მატჩი ჩაატარა (350 წუთი).
ფოტო: სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო