„ეს კვარას, ოსიმენისა და ზელინსკის გუნდმაც ვერ შეძლო“ - კონტე ზედიზედ ჩემპიონობის შანსებზე
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება რთული იქნება, ვინაიდან ეს „ნაპოლის“ ისტორიაში არასოდეს მომხდარა.
„სკუდეტოს მოგება ზედიზედ მეორედ? კარგი გუნდი მყავს, მაგრამ „ნაპოლის“ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა არასოდეს მოუგია. წინა სკუდეტოს შემდეგ გუნდმა, რომელშიც კვარა, ოსიმენი და ზელინსკი იყვნენ, ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.
ყველა გუნდს აქვს წარმატებები და წარუმატებლობები, ამიტომ მთავარია, ბალანსი ვიპოვოთ და ვიცოდეთ, რომ ჩემპიონობის მოპოვება მარტივი არაა. სერია ა-ში ძლიერი კონკურენციაა, ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ“.
როგორც ცნობილია, 2022-23 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ ერთად სერია ა მოიგო, თუმცა მომდევნო წელს „პარტენოპეი“ სერია ა-ში მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა. გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი ისტორიაში მეოთხედ მოიგო, თუმცა, როგორც ნეაპოლელთა თავკაცი, ანტონიო კონტე მიიჩნევს, წელს ამის გაკეთება რთული იქნება.