ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, არიგო საკი
Aa
Aa

„ნაპოლი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება“ - არიგო საკი სერია A-ს ახალ სეზონზე

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუს დროს „სკუდეტოს“ მომავალ სეზონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ გათამაშების მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

რას ამბობს საკი:

„ნაპოლიმ“ გასულ სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან იგივე ახალ სეზონშიც გაიმეორონ. გასული სეზონის „სკუდეტო“ „ნაპოლიმ“ გუნდურად თამაშის გამო მოიგო, ისინი ყოველთვის გუნდურად თამაშობდნენ და ერთიანობას ავლენდნენ, რამაც სხვა გუნდებთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება შექმნა. ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვის შემდეგ შეძლეს, რომ ამისგან გამოწვეული გართულებები თავიდან აერიდებინათ. ახალ სეზონში სკუდეტოს მოგება აკვიატება არ უნდა იყოს, თუმცა, ის ფაქტი, რომ ანტონიო კონტე ჯერ კიდევ იქ არის, ეს ერთგვარი პროექტის გარანტიაცაა. სეზონისთვის მათ დე ბრუინი, ნოა ლანგი დაიმატეს და ლუკაკუც შეინარჩუნეს. ვფიქრობ, კონტემ ისტორიული გუნდის შენარჩუნება მოახერხა და უფრო ღირებული ფეხბურთელებიც დაიმატა“.

„ნაპოლი“ სერია A-ს ახალ სეზონში პირველ შეხვედრას 23 აგვისტოს, სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონარუმა, საფონოვისა და ზაბარნის ურთიერთობა და ანჟერი | ენრიკეს პრესკონფერენცია
დონარუმა, საფონოვისა და ზაბარნის ურთიერთობა და ანჟერი | ენრიკეს პრესკონფერენცია