ლუის ენრიკე
Aa
Aa

დონარუმა, საფონოვისა და ზაბარნის ურთიერთობა და ანჟერი | ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მომდევნო მეტოქე „ანჟერი“ გახლავთ და ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეკითხვა: „ნანტი დაცვიდან თამაშობდა. როგორ ფიქრობთ, ლიგა 1-ის ამ სეზონში გუნდები უფრო ჩაიწევენ დაცვაში და ასე გეთამაშებიან?“

„მეტოქის ასეთ სტილს შეჩვეული ვართ. მიმდინარე სეზონში იგივე მოხდება, რაც გასულ სეზონში ან იმის წინ ვნახეთ. შეჩვეული ვართ გუნდების წინააღმდეგ თამაშს, რომელიც უკან არიან ჩაწეული და აქცენტს დაცვაზე აკეთებენ. ძალიან რთულია, როდესაც ხვდები გუნდს, რომლის ბევრი ფეხბურთელიც დაცვით პოზიციაში იმყოფება და სივრცეებს არ გიტოვებენ. სწრაფად თამაშის საშუალება არ გაქვს, თუმცა ამას შეჩვეული ვართ.“

შეკითხვა: „პარკ დე პრენსზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებით აღფრთოვანებული ხართ?“

„საკუთარი სტადიონი და გულშემატკივრები ძალიან მოგვენატრა. პარკ დე პრენსზე თამაში ყოველთვის შესანიშნავ შეგრძნებას ტოვებს და საერთოდ სხვა ატმოსფეროა. ჩვენი ბოლო 10 მატჩი სტუმრად გავმართეთ და ახლა დროა, ჩვენი ქომაგების წინაშე ვითამაშოთ. ხვალ საკუთარ კედლებში ლიგა 1-ის ამ სეზონში პირველად ვთამაშობთ დ გვინდა, ჩვენი დონე ვაჩვენოთ. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა საუკეთესოდ მოვემზადეთ. ვიცით, რთული შეხვედრა იქნება, რადგან მეტოქე, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ხარისხით გამოირჩევა. ანჟერი ბევრ სივრცესა და გადაწყვეტილების მისაღებად დიდ დროს არ მოგვცემს, იცის თავი კარგად როგორ დაიცვას და მზად უნდა ვიყოთ.“

შეკითხვა: „როგორი დამოკიდებულება აქვთ გასახდელში ილია ზაბარნისა და მატვეი საფონოვს?“

„სპორტს, და განსაკუთრებით ფეხბურთს, შეუძლია, ხალხს დაეხმაროს და მათი დაყოფის ნაცვლად, ისინი გააერთიანოს. ამ მხრივ, სპორტი და ადამიანები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე წინ დგანან.“

შეკითხვა: „დონარუმას გაშვება და რა აქვს ლუკას შევალიეს, რაც არ აქვს მას?“

„ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია. არჩევანის გაკეთება არ მიჭირს, თუმცა არ ვაპირებ, საჯაროდ ფეხბურთელებზე ვისაუბრო. მესმის, კრიტიკა რატომ გაჩნდა, მაგრამ მშვიდად ვართ და გვინდა, მომავალზე ვიფიქროთ. გვინდა გვქონდეს სტილი, რომელიც ჩვენს გუნდს ერგება და მეკარემ მეტოქის პრესინგიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. მცველები უნდა დააზღვიოს და რა თქმა უნდა, მეკარის საქმე შეასრულოს. ლიდერი უნდა იყოს და მთელ მოედანს ხედავდეს.“

შეკითხვა: „გაქვთ თუ არა ცრურწმენები და ზოგჯერ, ამის გამო ათამაშებთ თუ არა ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება, საუკეთესო ფორმაში არ იყოს?“

„არა. ფეხბურთელობისას ცრურწმენები მქონდა, ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა. თუ დავინახავ ფეხბურთელს, რომელიც ვარჯიშებზე ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს, ის აუცილებლად ითამაშებს. თუ ფეხბურთელი თამაშს იმსახურებს, სულერთია რამდენი წლისაა, რომელი ქვეყნიდანაა და ა.შ.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი შეხვედრა „ნანტს“ 1:0 მოუგო. რაც შეეხება „ანჟერთან“ თამაშს, მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს მომავალზე
„თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს მომავალზე