ვინისიუს ჟუნიორი, პედრი
Aa
Aa

„მანამდე უნდა გაეგდოთ“ | რეალის ტელევიზია პედრიზე და ინციდენტი ვინისიუსთან

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. „რეალი“ მასპინძლის რანგში იყო და „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო და ერთ-ერთზე „ბლანკოსის“ ოფიციალურმა ტელევიზიამ ისაუბრა.

„შეიძლებოდა, პედრი უფრო ადრე გაეძევებინათ, რადგან მეორე ყვითელ ბარათამდე, პედრი სოტო გრადოს თვალწინ წაიქცა და ისე წარმოაჩინა, თითქოს ესროლეს. არავინ შეხებია და მაინც დაეცა. შეიძლებოდა, სიმულაციის გამო ყვითელი ბარათი მიეცათ“, - ამბობს „რეალის“ ტელევიზიის წამყვანი.

„თეთრების“ ყურადღების ცენტრში ვინისიუს ჟუნიორისა და პედრის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოექცა. ესპანელი ფეხბურთელი მსაჯს ესაუბრებოდა, რა დროსაც რეფერის ვინისიუსმა მიმართა: „ის კაპიტანი არ არის. არ აქვს უფლება, გადაწყვეტილება გააპროტესტოს. თუ ის აპროტესტებს, მაშინ მეც ამას ვიზამ“.

„კაპიტანი არ არის. კაპიტანი არ არის. ყოველთვის ლაპარაკობს. აქ ლაპარაკობს, იქ ლაპარაკობს. ყველგან ლაპარაკობს“, - ეს სიტყვები ვინისიუსმა უკვე პედრის მისამართით თქვა და ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. პედრი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეათე წუთზე გააძევეს და „ბარსელონამ“ თამაში ვერ შემოატრიალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო