უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„თებერვალში ტიტულისთვის“ - უმარმა გეგმები დააწყო

UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა აბუ-დაბიში გასამართი ღონისძიების წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უმარ ნურმაგომედოვის შეკითხვას იმის თაობაზე, იქნებოდა თუ არა მარიო ბაუტისტას დამარცხების შემთხვევაში მისი მომდევნო ბრძოლა სატიტულო, უპასუხა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის ნამდვილ შოუს დადგამდა. რამდენად შეძლო დაღესტნელმა შოუს დადგმა, ეს ქომაგების განსასჯელია, თუმცა ფაქტია, რომ თავად უმარი კმაყოფილია და სამომავლო გეგმებიც დააწყო.

უმარ ნურმაგომედოვი

გამარჯვება მუდამ სასიამოვნოა, მაგრამ ორმაგად დიდ სიხარულს გრძნობ, როდესაც მოგება მარცხის შემდეგ ხდება, რადგან ყოველივე ეს ფსიქოლოგიურად ფეხზე წამოდგომაში გეხმარება. ძალიან მსურს თებერვალში სატიტულო ჩხუბი ჩამინიშნონ, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ მზად ვარ დეივისონ ფიგერედოს, ან აიმან ზაჰაბის დავუპირისპირდე.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა აბუ-დაბიში მარიო ბაუტისტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რითაც ამერიკელის შვიდბრძოლიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დერნი UFC-ის ჩემპიონია | ასპინალი-განის ბრძოლა ბათილად გამოცხადდა
დერნი UFC-ის ჩემპიონია | ასპინალი-განის ბრძოლა ბათილად გამოცხადდა