თინათინ ამბალია, ნათია დანელია
Aa
Aa

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოლდოვა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის ეროვნულ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერად დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ქართველი ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

ანგარიში 30-ე წუთზე, ნათია დანელიამ გახსნა, ზუსტად ორ წუთში კი თინათინ ამბალიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 37-ე წუთზე ნათია დანელიამ დააფიქსირა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ქალ ფეხბურთელთა ნაკრებები ერთმანეთს 24 ოქტომბერსაც შეხვდნენ და ის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები