ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„დავამტკიცეთ, რომ მნიშვნელოვანი თამაშების მოგება შეგვიძლია“ - რა ითქვა „კლასიკოს“ შემდეგ

ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში „ელ კლასიკო“ შედგა, სადაც მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ და ჰანზი ფლიკის ასისტენტმა, მარკუს ზორგმა განვილი მატჩი შეაფასეს.

ჩაბი ალონსო:

„კმაყოფილები ვართ გამარჯვებით, თამაშით, იმ უზარმაზარი შრომით, რომელიც ამ მატჩში ჩავდეთ, და ასევე, იმ თავდადებით, რომელიც თითოეულმა მოთამაშემ აჩვენა. ეს გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვებაა. ვნახე, როგორ რეაქციას აჩვენებდა „ბერნაბეუ“ თითოეული დეტალის მიმართ. ამ გამარჯვებას მხოლოდ სამი ქულა არ მოჰყოლია, ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.“

„ბევრი მომენტი იყო, როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით, მათ შორის მეორე ტაიმშიც. ბურთის გარეშე ძალიან კარგად ვმოქმედებდით, ბურთით კი ვიცოდით, როგორ შეგვექმნა პრობლემები მეტოქისთვის. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა არა მხოლოდ გამარჯვების და სამი ქულის გამო, არამედ იმ რწმენის გამო, რომ ამ გუნდს მნიშვნელოვანი მატჩების მოგება შეუძლია.“

მარკუზ ზორგი:

„რა დაგვაკლდა? ვფიქრობ, იმაზე მეტი შეცდომა დავუშვით, ვიდრე ჩვეულებრივ ვუშვებთ. თავს ძალიან ღრმად ვიცავდით, რის გამოც მოედნის ბოლო მესამედში კართან ხშირად მიახლოებასა და ბევრი შანსის შექმნას ვერ ვახერხებდით. ლამინის მატჩი? მისთვის მარტივი თამაში არ იყო. შესვენებაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ვცდილობდით მისთვის მეტი შესაძლებლობის პოვნას, რათა მეტოქეებთან ერთი-ერთზე ეთამაშა. მაგრამ ზოგჯერ მცველები ძალიან კარგად თამაშობენ და ეს უნდა ვაღიაროთ.“

„ყველაფერი ვცადეთ. ბოლო წუთებზე ორი მცველით ვთამაშობდით, მაგრამ ვიცოდით, რომ „რეალი“ კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობდა. მეორე გოლის გასატანად საკმარისი შანსები ვერ შევქმენით.“

„ინციდენტი თამაშის ბოლოს? გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ვერც კი შევამჩნიე. არ ვიცი, ჩხუბი ვინ დაიწყო. სათადარიგოთა სკამთან ბევრი ადამიანი იდგა და რაღაცებს ყვიროდა, მაგრამ... ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენს თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.“

„რეალმა“ 262-ე „ელ კლასიკო“ მოიგო. საერთო ჯამში, მადრიდულმა კლუბმა 106-ედ მოახერხა „კლასიკოს“ მოგება, „ბარსელონას“ ანგარიშზე კი 103 გამარჯვებაა. 52 მატჩი ფრედ დასრულდა.

ამ გამარჯვებით, „რეალმა“ სატურნირო ცხრილში 27 ქულა დააგროვა და „ბარსელონას“ 5 ქულით გაუსწრო. ჩაბი ალონსოს გუნდი ცხრილში კვლავ პირველ ადგილს იკავებს, „ბლაუგრანა“ კი 22 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 გოლი, გათიშული იამალი, წითელი და ჩხუბი | 262-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო
3 გოლი, გათიშული იამალი, წითელი და ჩხუბი | 262-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო