შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ უნიკახა გაანადგურა
ლიგა ენდესას მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ უნიკახას უმასპინძლა და მარტივად 95:79 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც, როგორც ყოველთვის სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 23 წუთი და 3 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩის მიმდინარეობისას გიორგიმ 6-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 5 ჩააგდო. 5 საჯარიმო ტყორცნიდან კი ყველა ზუსტი აღმოჩნდა.
8 მოხსნიდან ხუთი საკუთარ ფარზე შეასრულა, სამი კი მეტოქის. ჯამში მან 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ქართველი ლიგა ენდესას თვის MVP-ის ჯილდოსთვის იბრძვის და ამ ბრძოლაში ის ლიდერი გახლავთ. ლაგუნა ტენერიფე კი ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ.
????¡Qué espectáculo de EQUIPO!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 25, 2025
???? La Laguna Tenerife tumba al Unicaja Málaga con un auténtico PARTIDAZO‼️ pic.twitter.com/PhsZdQFsXe