გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სპორტინგის იოლი გამარჯვება - ქოჩორაშვილს მწვრთნელი არ ენდობა

პორტუგალიის ჩემპიონატის IX ტურში „სპორტინგმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად „ტონდელა“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 3:0 დაამარცხა. ლისაბონის კლუბის შემადგენლობაში თითო ბურთი ლუის სუარესის, პედრო გონსალვეშისა და ჯოვანი კუენდას ანგარიშზეა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი ის არის, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ამჯერადაც თადარიგში დარჩა, ცვლილებაზე 90-ე წუთზე გამოჩნდა და მოედანზე მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებული 4 წუთი გაატარა.

ბუნებრივია, გიორგიმ ოთხ წუთში განსაკუთრებულის ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო და შესაბამისად, მისი თამაშის შეფასებაც რთულია. საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, კლუბში მისთვის ისედაც არცთუ სახარბიელო სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა - „ფერეირასთან“ და „მარსელთან“ გიორგი მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა საერთოდ არ ათამაშა, ამჯერად კი მინიმალური წუთები გამოუყო.

ცხრა ტურში დაგროვებული 22-22 ქულით პორტუგალიის ჩემპიონატს „პორტუ“ და „სპორტინგი“ ლიდერობენ, თუმცა „დრაკონებს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. 28 ოქტომბერს, გიორგი ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები „ალვერკას“ ჯერ ქვეყნის ლიგის თასზე, ხოლო შემდეგ ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 1 ნოემბერს უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შტურმი კონკურენტთან დამარცხდა - კიტეიშვილის სამი მომენტი
შტურმი კონკურენტთან დამარცხდა - კიტეიშვილის სამი მომენტი