ლუკა ლოჩოშვილი, ნიურნბერგი
Aa
Aa

ლოჩოშვილმა პენალტი მოიპოვა - ნიურნბერგი მარცხს გადაურჩა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ სტუმრად გათამაშების მე-5 ადგილოსან „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის მიწურულს, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, „ნიურნბერგს“ მხსნელად ლუკა ლოჩოშვილი მოევლინა. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, ქართველმა მეტოქის საჯარიმოში პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტან კნოშემ შეასრულა და შედეგად, „ნიურნბერგი“ მარცხს გადაურჩა. ამის გარდა, 27 წლის მცველმა 83-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

10 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-15 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ბრაუნშვაიგთან“ გამართავს.

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში ათივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 4 ყვითელი ბარათია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცი ლილთან განადგურდა - წიტაიშვილიც და აბუაშვილიც სასტარტოში იყვნენ
მეცი ლილთან განადგურდა - წიტაიშვილიც და აბუაშვილიც სასტარტოში იყვნენ