გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცი ლილთან განადგურდა - წიტაიშვილიც და აბუაშვილიც სასტარტოში იყვნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დამარცხდა.

ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთავარმა მწვრთნელმა აბუაშვილი 61-ე წუთზე შეცვალა, წიტაიშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, ორივე ქართველს რეალური მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა გოლის გატანის მცდელობები მაინც ჰქონდათ, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

წიტაიშვილის და აბუაშვილის მომენტები:

რაც შეეხება შეხვედრას, ლილმა პირველი ნახევარი იგამანესა და კორეიას გოლებით 2:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი კიდევ 4 გოლი გაიტანა და საპასუხოდ 1 გაუშვა. ლილიდან თავი კორეიამ, პერომ, ანდრემ და ჰარალდსონმა გამოიჩინეს, „მეციდან“ კი ერთადერთი გოლი სანეს ანგარიშზეა.

9 ტურის შემდეგ, „მეცი“ კვლავ მოგების გარეშეა და სატურნირო ცხრილში 2 ქულით ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს. ქართველების გუნდი მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით მე-9 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, გიორგი აბუაშვილისთვის კი ეს მე-6 მატჩი იყო და ჯერჯერობით, ამ დრომდე შედეგიანი მოქმედების გარეშეა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდამ რთული დარტყმები მოიგერია | ლივერპული ბრენტფორდთან დამარცხდა
მამარდამ რთული დარტყმები მოიგერია | ლივერპული ბრენტფორდთან დამარცხდა