კარაგერი: რონალდუს გამო მორგანი და ფერდინანდი თავს ირცხვენენ
„ლივერპულის“ ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობით მომხდარ სკანდალს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, 41 წლის ლეგენდამ პორტუგალიის ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა გადაწყვიტა, რომ იგი ნორვეგიასთან მატჩში არ ეთამაშებინა. თავდამსხმელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ჟეზუში მიცემული პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა არ თქვა ის, რაც კრიშტიანუსთან იყო შეთანხმებული.
„ხალხს ჰგონია, რომ ფეხბურთელებთან ახლო კავშირის შენარჩუნება კარგია, მაგრამ პრობლემები სწორედ აქედან იწყება.
ისეთი ადამიანები, როგორებიც პირს მორგანი და რიო ფერდინანდი არიან, რომლებიც, მოგწონთ ეს თუ არა, მედიაში გავლენიან ფიგურებს წარმოადგენენ, თავს ირცხვენენ იმ სისულელეების გამო, რასაც საუბრობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რონალდუს იცნობენ.
შეგიძლია იცნობდე ადამიანს და ცდილობდე მასზე ზრუნვას, მაგრამ არ შეიძლება გაამართლო ის, რისი გამართლებაც შეუძლებელია“,
- განაცხადა კარაგერმა The Overlap Daily-ის ეთერში.