გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდამ რთული დარტყმები მოიგერია | ლივერპული ბრენტფორდთან დამარცხდა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „ბრენტფორდმა’’ შინ „ლივერპულს’’ 3:2 მოუგო. ანგარიში მე-5 წუთზე ბურკინაფასოელმა დანგო უატარამ გახსნა, 45-ე წუთზე კევინ შადემ ანგარიში ორამდე გაზარდა, მე-5 დამატებულ წუთზე კერკეზმა ერთი ბურთი გაქვითა. მე-60 წუთზე ტიაგო ილორიმ პენალტი გაიტანა. 89-ე წუთზე მო სალაჰმა შესანიშნავად იმოქმედა, ბურთი მიიღო და ერთი შეხებით შეაგდო.

„ლივერპული'' პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.

მატჩის მიმოხილვა

„მერსისაიდელების’’ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. ასევე, უნდა ითქვას, რომ გაშვებულ გოლებში მას ვერ დავადანაშაულებთ. პირველი გოლისას ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყეს, მეორე გოლისას მასთან პირისპირ გავიდნენ, მესამე გოლი კი პენალტიდან გაიტანეს. გამოსარჩევია მიკელ დამსგორის დარტყმა პირველ ტაიმში, როცა ქართველმა კიპერმა დანიელის დარტყმა მოიგერია და ემოციურად გამოხატა. მამარდაშვილმა მეორე ტაიმშიც კარგი რეაქცია გამოავლინა, როცა ისევ დამსგორმა დაარტყა.

მამარდა VS ბრეფორდი

„ლივერპულს'' დაცვაში პრობლემები აქვს, რაც ამ მატჩშიც კარგად გამოჩნდა. სლოტის გუნდმა პრემიერ ლიგის 9 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 14 გაუშვა. პრემიერ ლიგის საუკეთესო ათეულის გუნდებს შორის 14 გაშვებული გოლი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ლიდერმა „არსენალმა'' 8 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

„ლივერპული’’ პრემიერ ლიგის 9 მატჩიდან 4-ში დამარცხდა, ხუთი მატჩი მოიგო, ამ მომენტისთვის 15 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, პირველ ნოემბერს „ასტონ ვილას’’ მიიღებს. ლიდერ „არსენალთან'' სხვაობა ოთხ ქულას შეადგენს, თუმცა „მეთოფეებს'' ჯერ მიმდინარე ტურში არ უთამაშიათ.

ალისონის ტრავმის შემდეგ მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის ბოლო სამ ტურში 90 წუთი ითამაშა. სამწუხაროდ, კარი მშრალი ერთ მატჩშიც ვერ შეინახა, სამივე შეხვედრაში საერთო ჯამში 7 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძის მნიშვნელოვანი პასი | ქართველი უდინეზეს გამარჯვებაში დაეხმარა
გოგლიჩიძის მნიშვნელოვანი პასი | ქართველი უდინეზეს გამარჯვებაში დაეხმარა