ირაკლი იეგოიანი, ექსელსიორი
Aa
Aa

ექსელსიორის მე-7 მარცხი სეზონში - იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა

ნიდერლანდების ერედივიზიის მე-10 ტურში, ირაკლი იეგოიანის "ექსელსიორი" სტუმრად "გოუ ეჰედ იგლზს" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მარცხის მიუხედავად, იეგოიანი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და Sofascore-სგან 6.4-ქულიანი შეფასება მიიღო.

იეგოიანის სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 41 შეხება, 29-დან 28 ზუსტი პასი, 3-დან 3 ზუსტად შესრულებული გრძელი პასი, 1-დან 1 ჩაწოდება, 3 საკვანძო პასი, 1 შექმნილი დიდი შანსი, კარისკენ 3 დარტყმა (2 დაიბლოკა, ერთი კარს ააცილა). ბურთი შვიდჯერ დაიბრუნა, 5-დან 1 მოგებული პოზიციური დუელი, 1-დან 1 საჰაერო დუელი.

ირაკლი იეგოიანი იგლზის წინააღმდეგ

მასპინძლებმა ანგარიში 58-ე წუთზე, სურაის გოლით გახსნეს. 66-ე წუთზე კი სურაიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ერედივიზიის მიმდინარე სეზონში, ირაკლი იეგოიანმა "ექსელსიორის" მაისურით მე-8 მატჩი ჩაატარა; მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდს 10 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება. "ექსელსიორი" მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, სტუმრად, მე-17 ადგილოსან "ტელსტარის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა