ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„შევხვდებით ბარსელონაში“ - იამალები ვინისიუსის წინააღმდეგ

ლამინ იამალს „რეალი“ – „ბარსელონას“ შეხვედრაში ღირებული არაფერი გაუკეთებია და ყურადღების ცენტრში მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოექცა. „ელ კლასიკომდე“ გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო, მას თავდაპირველად დანიელ კარვახალმა უსაყვედურა, შემდეგ კი საქმეში ვინისიუსიც ჩაერთო და ბრაზილიელსა და „ბარსას“ 18 წლის ვარსკვლავს შორის სერიოზულ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ვინიმ იამალს უთხრა, რომ ბევრს ლაპარაკობს, ხოლო მოედანზე პასებს მხოლოდ უკან აკეთებდა, რამაც ლამინი გააღიზიანა და ჟუნიორს განუცხადა, რომ გარეთ ცალკე დაელაპარაკებოდა, ამ ყველაფერმა კი „რეალის“ შვიდიანსაც კონტროლი დააკარგვინა. საბოლოოდ საქმეში ფეხბურთელები ჩაერივნენ და სიტუაცია მხოლოდ ამის შემდეგ განიმუხტა. ვითარება ასევე დაძაბა ლამინის მამის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა სტატუსმა, რომელიც ასე ჟღერდა: „მადლობა ღმერთს, რომ ის მხოლოდ 18 წლის არის - შევხვდებით ბარსელონაში“.

ცნობისათვის, Marca-მ თამაშის დამთავრების შემდეგ თითოეული ფეხბურთელის გარჯა ათბალიანი სისტემით შეაფასა და „ბარსელონას“ მოთამაშეებიდან ყველაზე დაბალი, 4 ბალი იამალმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო ლამინისთვის დაერეკა“ - დე იონგი კარვახალს დაუპირისპირდა
„შეეძლო ლამინისთვის დაერეკა“ - დე იონგი კარვახალს დაუპირისპირდა