კარგი ამბავი რეალისთვის - გუნდს 4 ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა
ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები სეზონის პირველ ელ კლასიკოს იხილავენ. მატჩის წინ, სამეფო კლუბმა განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც სიახლეებს ვხედავთ.
როგორც გაირკვა, მადრიდულ გრანდს 4 ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. საუბარი დანი კარვახალზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე, დინ ჰაუსენზე და დანი სებალიოსზეა. ბოლო მატჩებში ვერცერთ მათგანი ვერ ეხმარებოდა ბლანკოსს.
თავის მხრივ, მსგავსი პრობლემები აქვს ბარსელონას. ჰანსი ფლიკის განკარგულებაში ჟოან გარსია, გავი, ლევანდოვსკი, ოლმო, რაფინია და ტერ შტეგენი არ არიან.
გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ რაფინია დაბრუნებას მოასწრებდა, მაგრამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფლიკის ასისტენტმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი ვერ ითამაშებს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფერან ტორესის თამაშიც.
შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბარსელონას მომავალი დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის ლა ლიგას ბლანკოსი ლიდერობს და უახლოეს მდევარ ბარსელონას 2 ქულით უსწრებს.