რეალი, ბარსელონა, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

“არ ვაპირებ იამალზე საუბარს“ - ალონსო ბარსელონასთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ელ კლასიკო გაიმართება. მატჩის წინ, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალონსო:

„ელ კლასიკო ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემი პროექტის პირველი კლასიკოა და ძალიან გვჭირდება სტადიონის ენერგია. იმედი მაქვს, მოგებას გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნავ. დიდი მოტივაცია გვაქვს. ვინც ითამაშებს, აბსოლუტურად ყველას შეუძლია გადამწყვეტი იყოს. წინა კლასიკოები? ახლა განსხვავებული დრო და სიტუაციაა.

არ ვაპირებ იამალზე საუბარს. ბევრი განცხადება კეთდება და ყურადღებას არ ვაქცევთ. მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება მოედანზე. ჩვენ მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ და ვღელავთ. შემადგენლობა უკვე შერჩეული მაქვს. ხვალ ყველაფერს ნახავთ. ველოდები, რომ კარგი თამაში იქნება.

ვფიქრობ, რეალმა თამაში გამოასწორა და კიდევ უფრო უკეთესადაც შეგვიძლია. ბარსელონასთან გამარჯვებით კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწევთ წინ. რა თქმა უნდა, გამარჯვებით ტიტულს ვერ მოვიგებთ, რადგან წინ კიდევ უამრავი მატჩია დარჩენილი.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სამეფო კლუბი ლა ლიგის ლიდერია და ბარსელონას 2 ქულით უსწრებს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები