კევინ დე ბრუინი, ფაბიო კაპელო, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„დე ბრუინი და მაკტომინეი ერთმანეთს ხელს უშლიან“ - კაპელო ნაპოლიზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „ნაპოლიში“ შექმნილ ვითარებაზე და გუნდის ბოლოდრონიდელ ცუდ შედეგებზე ისაუბრა. 79 წლის სპეციალისტის აზრით, კევინ დე ბრუინი და სკოტ მაკტომინეი ერთმანეთს უშლიან ხელს.

რა თქვა კაპელომ:

„რაც უფრო მეტი დრო გადის, ვრწმუნდები, რომ დე ბრუინისა და მაკტომინეის ერთდროული თამაში ძალიან რთული ამოცანაა. დიდ ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება ავტომატურ დონეზე არ მოდის, ეს პრობლემა ჩემს გუნდებშიც იყო.

სკოტისა და კევინის სიტუაცია ინგლისის ნაკრებში ჯერარდისა და ლემპარდის თანაარსებობას მაგონებს. ორივე ფეხბურთელი „პირველი ნომერი“ იყო, ყველას შურდა ინგლისის ნაკრების, რომ ასეთი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ, მართალი გითხრათ, ისინი მოედანზე ერთმანეთს ხელს უშლიდნენ“.

ცნობისთის, მაკტომინი „ნაპოლის“ შარშან შეუერთდა, პირველივე სეზონში „პარტენოპეის“ სკუდეტო მოაგებინა და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება დე ბრუინის, ის ანტონიო კონტეს გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა.

აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ს წინა ტურში „ნაპოლი“ „ტორინოსთან“ დამარცხდა (0:2), ჩემპიონთა ლიგაზე კი „პსვ“-სთან განადგურდა (2:6).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შემდეგ მისი დანახვაც არ სურდა“ - ანჩელოტი-გატუზოს კონფლიქტის დეტალები
„მას შემდეგ მისი დანახვაც არ სურდა“ - ანჩელოტი-გატუზოს კონფლიქტის დეტალები