ანტონიო კასანო
Aa
Aa

„საცოდაობა და ძალიან დაბალი დონეა“ - კასანო იტალიურ კლუბებზე

იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ სერია ა-ს კლუბების დონე გააკრიტიკა. ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში 4 იტალიური კლუბიდან მოგება მხოლოდ „ინტერმა“ მოახერხა (4:0 - სენ-ჟილუაზთან). „ნაპოლი“ „პსვ ეინდჰოვენთან“ დამარცხდა (2:6), „იუვენტუსი“ – „რეალთან“ (0:1), „ატალანტამ“ კი შინ „სლავიას“ ვერ მოუგო (0:0).

„იტალიის ჩემპიონატი საცოდავად გამოიყურება და არანაირ ემოციას არ იწვევს. სერია ა მხოლოდ გულშემატკივრების ხარჯზე არსებობს, მაგრამ ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია.

ეს ძალიან სამარცხვინო სიტუაციაა. ზოგიერთი მატჩის ყურება ნამდვილი ტანჯვაა - არც რიტმი, არც სანახაობა. ისეთი განვითარება გვჭირდება, როგორც ინგლისის პრემიერლიგაშია, ამ დროს კი ჩვენ ავსტრალიაში ამხანაგურ მატჩებს ვატარებთ“.

ცნობისთვის, კასანომ 18-წლიანი კარიერა სხვადასხვა იტალიურ კლუბში გაატარა. გამონაკლისს მხოლოდ 2006/2007 წლებში „რეალში“ ჩატარებული სეზონი წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე ისევ ღმერთი ვარ | ზლატანს მილანის ჩემპიონობის სჯერა
მე ისევ ღმერთი ვარ | ზლატანს მილანის ჩემპიონობის სჯერა