ლუჩანო სპალეტი, რობერტო მანჩინი, იგორ ტუდორი
Aa
Aa

3 კანდიდატი - ვინ შეიძლება იუვენტუსში ტუდორი ჩაანაცვლოს

„იუვენტუსი“ იგორ ტუდორის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.

19 ოქტომბერს, ტურინულმა კლუბმა სერია A-ს მატჩში „კომოსთან“ (0:2) წააგო. შესაბამისად, გუნდის მოუგებელი სერია 6-მდე გაიზარდა – 5 ფრე და 1 მარცხი.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოტენციურ კანდიდატთა სიაში არიან ლუჩანო სპალეტი, რობერტო მანჩინი და რაფაელე პალადინო.

იგორ ტუდორის მომავალზე ტურინულ გუნდში შეიძლება გავლენა მოახდინოს ორმა უახლოესმა მატჩმა – „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და „ლაციოს“ წინააღმდეგ სერია A-ში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „იუვენტუსი“ ჩემპიონატის ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. გუნდის ანგარიშზე 7 მატჩში 12 ქულაა.

გეტყვით ასევე, რომ 47 წლის ხორვატი სპეციალისტი „ბებერ სინიორას“ მიმდინარე წლის 23 მარტიდან წვრთნის. მისი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაგარი ცვლილება გააკეთე“ | რა უთხრეს ვინისიუსმა და ბელინგემმა ბორდალასს
„მაგარი ცვლილება გააკეთე“ | რა უთხრეს ვინისიუსმა და ბელინგემმა ბორდალასს