ერიკ როი: “პსჟ-სთან თამაში სტომატოლოგთან მისვლაზე მტკივნეულია“
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა სტუმრად ბრესტი დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ როიმ იუმორ ნარევი კომენტარი გააკეთა.
ფრანგმა სპეციალისტმა იმ ჟურნალისტის ნარატივს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ პარი სენ ჟერმენთან თამაში სტომატოლოგთან მისვლაზე უარესია.
როი:
„სასაცილო ის არის, რომ 3 დღის წინ სტომატოლოგთან ვიყავი. ღრძილზე მქონდა პრობლემა. გარწმუნებთ, რომ პარი სენ ჟერმენთან თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე სტომატოლოგთან მისვლა. ასევე ვიტყვი, რომ უფრო მტკივნეული. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს. როცა ვხედავ, თუ როგორ დარბიან ჩემი ფეხბურთელები, მეც მათთან ერთად დავრბივარ. დღეს ყველა ერთად დავიტანჯეთ.
მატჩის წინ ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ჩემი ბიჭებისთვის, რომ თითქოს ჩვენ პსჟ-ს დამარცხება შეგვიძლია. ვფიქრობ ეს იყო მთავარი და მგონი გამომივიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავმარცხდით. ეს გუნდი ისე თამაშობს, თითქოს წყალზე დადის.“
შეგახსენებთ, რომ ბრესტის წინააღმდეგ თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა. ქართველმა შემტევმა მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა და ჰაკიმის საგოლე პასი გაუკეთა. ეს კვარასთვის მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში პირველი საგოლე ქმედებაა.