ზედიზედ მეორედ: ზარია ყაზახეთის ჩემპიონი გახდა
ყაზახეთის პრემიერ ლიგის სეზონის დასკვნით ტურში „კაირატი’’ – „ასტანას’’ მატჩი 1:1 დასრულდა. 26 ტურის შემდეგ „კაირატი'' 59 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, „ასტანას'' 2 ქულით გაასწრო. ასე რომ, გიორგი ზარია „კაირატთან’’ ერთად ყაზახეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ქართველი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 64-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა.
2025 წლის სეზონში ზარიამ ყაზახეთის ჩემპიონატის 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ტრავმის გამო 8 მატჩი გამოტოვა.
„კაირატში’’ ლუკა გადრანიც თამაშობდა, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა, 2025 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სექტემბერში კარიერა ისრაელში გააგრძელა. ზარიასთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გადრანიც გახდა (იხილეთ).
„კაირატისთვის'' მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მონაწილეობს, რაც ისტორიული წარმატებაა. ზარიამ მადრიდის „რეალთან'' და „პაფოსთან'' ცვლილებაზე ითამაშა, ორივე მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.