გიორგი ზარია
Aa
Aa

ზარია გოლის გატანასთან ახლოს იყო | კაირატის ისტორიული ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „კაირატმა'' 10-კაციან „პაფოსთან'' 0:0 ითამაშა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა, რაც ყაზახური გუნდისთვის ისტორიული ფაქტია.

„კაირატის’’ სათადარიგოთა სკამზე გიორგი ზარია იჯდა, 61-ე წუთზე მინდორზე გამოვიდა, აქტიური იყო, კარისკენ ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, პირველ შემთხვევაში მეკარემ აუღო, მეორე დარტყმისას ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

 

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ზარიამ მეორედ ითამაშა, მისი დებიუტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მადრიდის „რეალთან’’ შედგა (იხილეთ).

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „კაირატი’’ პირველ მატჩში ლისაბონის „სპორტინგთან’’ სტუმრად დამარცხდა (4:1), მეორე მატჩში შინ მადრიდის „რეალთან’’ განადგურდა (0:5), დღეს კი ქულა მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „კაირატი'' შემდეგ მატჩს სტუმრად მილანის „ინტერთან'' გამართავს (6 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის ისტერიული ხასიათი“ - რა მოხდა მამარდასა და სობოსლაის შორის?
„გუნდის ისტერიული ხასიათი“ - რა მოხდა მამარდასა და სობოსლაის შორის?