გადრანის საგოლე პასი ისრაელში | ბეითარის წარმატებული სერია
ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში „ჰაპოელ ჰაიფა’’ შინ „ბეითარ იერუსალიმთან’’ 2:3 დამარცხდა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გადრანმა 90 წუთი ითამაშა, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 47-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, რომელიც გოლით ადი იონამ გოლით დაასრულა. ამ გოლით ანგარიში 1:1 გახდა.
28 წლის ქართველი ცენტრალური მცველი სექტემბრის დასაწყისში „კაირატიდან’’ „ბეითარ იერუსალიმში’’ გადავიდა, ისრაელის ჩემპიონატის ბოლო ხუთ ტურში სასტარტოში ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, სადებიუტო მატჩში შეცვალეს. აღნიშნული ხუთი მატჩიდან 4 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ამ მომენტისთვის „ბეითარი'' 17 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბეერ შევას'' 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ლიდერს მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია.