პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ბრესტი
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მეტოქეს ბრესტს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

შევალიე(7.7), ჰაკიმი(8.5), ზაბარნი(7.5), პაჩო(6.9), ერნანდესი(7.4), ზაირ-ემერი(7.3), ვიტინია(8.2), ლი(6.7), კვარაცხელია(6.1), მაიულუ(6.7), ბარკოლა(6.2), რამუში(6.4), დუე(7.7), დემბელე(6.7), მარკინიოსი(6.8).

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა ფეხბურთელმა მარკინიოსს გაატანინა და ეს მისთვის მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში პირველი საგოლე ქმედება იყო.

შეგახსენებთ, ამ მატჩის შემდეგ, პარი სენ ჟერმენს 20 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ მარსელს 18 ქულა და 1 თამაშით ნაკლები აქვს.

 

მსგავსი სიახლეები