კვარას პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ის სეზონში | ჰაკიმის დუბლი
ლიგა 1-ის მე-9 ტურში „ბრესტი’’ შინ პსჟ-სთან 0:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში აშრაფ ჰაკიმიმ დუბლი შეასრულა, 29-ე წუთზე ვიტინიას გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა, 39-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ იაქტიურა, მეტოქის მცველი ოსტატურად ჩამოიშორა და ქართველის პასს მაროკოელის დუბლი მოჰყვა.
მეორე ტაიმში ხვიჩამ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. ხვიჩას დღევანდელი თამაშიდან საგოლე პასთან ერთად ეს მომენტია გამოსარჩევი.
ხვიჩა ბრესტის წინააღმდეგ
ლუის ენრიკემ კვარა სასტარტოში ათამაშა, 70-ე წუთზე დუემ შეცვალა.
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში. ხვიჩამ 8 მატჩიდან მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა 45 წუთზე მეტი („მარსელთან’’ და დღეს „ბრესტთან’’), რაც როტაციითა და ტრავმის აიხსნება.
ლიგა 1-ისგან განსხვავებით კვარა ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან პროდუქტიულია, ორ მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.