„კმაყოფილი ვარ, ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა“ - ლუის ენრიკე
„ბრესტთან“ სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ თავისი ფეხბურთელები შეაქო და მჭიდრო კალენდარზე ისაუბრა.
„კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ვიცოდით, რომ ბრესტთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დამსახურებულად მოვიგეთ და ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია.
„ბრესტი“ გრძელი პასებით ლუდოვიკ აჟორკის მოძებნას ცდილობდა, მისი აყვანა ძალიან რთულია, თუმცა თავი ამ ამოცანას კარგად გავართვით.
ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ და უკვე „ლორიანთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა. ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ეს კარგი სიახლეა“.
ცნობისთვის, პსჟ-მა „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა - დუბლი აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზეა, მესამე გოლი კი დეზირე დუემ გაიტანა. მეორე გოლი მაროკოელმა მცველმა ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა.