ლიონელ მესი
Aa
Aa

პლეი ოფი დუბლით დაიწყო - მესიმ ნეშვილს ორჯერ გაუტანა

ლიონელ მესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შედეგიან ასპარეზობას განაგრძობს. MLS Cup-ის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე „ინტერ მაიამიმ“ საკუთარ სტადიონზე „ნეშვილი“ 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ისევე როგორც წლევანდელ სეზონში გამართული მატჩების უმეტესობაში, ამჯერადაც ფლორიდული კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი „ელ მონგოლიკომ“ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

38 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც ლუის სუარესის ჩაწოდებულ ბურთს ზუსტი თავური დარტყმით გამოეხმაურა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ლეომ მეტოქე გუნდის მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი ქმედებით ისარგებლა და შესაძლოა თავის მდიდარ კარიერაში ყველაზე იოლი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით მაიამელებმა საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 2 ნოემბერს გაიმართება, საკმაოდ კარგი ფორა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 28 მატჩში გატანილი 29 გოლით ლიონელ მესი MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გარდა ამისა მის ანგარიშზე 16 საგოლე პასიც იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიკი შეასრულა | მესი MLS-ის ოქროს ბუცის მფლობელია
ჰეთ-თრიკი შეასრულა | მესი MLS-ის ოქროს ბუცის მფლობელია