„აქ დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ“ | მესის ახალი კონტრაქტი ოფიციალურია
ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. „ლა პულგა“ ფლორიდული კლუბის ღირსებას MLS-ის 2028 წლის სეზონის დასრულებამდე დაიცავს და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად დადასტურდა.
„ბედნიერი ვარ, რომ აქ ვრჩები და ამ პროექტის ნაწილი მომავალშიც ვიქნები. მაიამი ფრიდომ პარკის სტადიონზე თამაში ოცნება იყო, რომელიც ლამაზ რეალობად იქცა. მაიამიში გადმოსვლის დღიდან ძალიან ბედნიერი ვარ და მართლა მიხარია, რომ ამ კლუბში თამაშს გავარძელებ.
ერთი სული გვაქვს, მაიამი ფრიდომ პარკი როდის დასრულდება და თავად გამოვცდით, ჩვენი ახალი სახლი როგორია. რაღაც უნიკალური იქნება, როდესაც ამ საოცარ სტადიონზე, ჩვენი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ“, - განაცხადა მესიმ.
ცნობისთვის, MLS-ის მიმდინარე სეზონში მესიმ მონაწილეობა 28 შეხვედრაში მიიღო და 29 გოლი გაიტანა, რასაც 16 შედეგიანი გადაცემა დაუმატა. ყველა ტურნირზე, მის ანგარიშზე 37 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემაა.