დასტინ პორიე, ტომ ასპინალი
Aa
Aa

პორიე: ყველა ამბობს, რომ ასპინალი შემდეგი დიდი ვარსკვლავია, მე ჯერჯერობით ამაში დარწმუნებული არ ვარ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ მებრძოლმა, დასტინ პორიემ ტომ ასპინალის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასპინალი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ზედმეტად აღფრთოვანებულები არიან მისით.

„მითხარით, რამდენი ხანგრძლივი ბრძოლა გახსოვთ მისი მონაწილეობით? მე არასდროს მინახავს ის მესამე რაუნდში. არასდროს მინახავს, რომ მას მძიმე მონაკვეთის შემდეგ, ბრძოლაში დაბრუნება დასჭირვებოდა. არასდროს მინახავს ის სკამზე მჯდარი, სისხლიანი. მინდა, ის ნამდვილ ბრძოლაში ვნახო. დიახ, ის ფეთქებადია, ტექნიკურია, ძლიერია – ყველას ანადგურებს თავის გზაზე, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს გასავლელი სერიოზული გამოცდა. სანამ არ ვნახავ, როგორ გადალახავს ის სირთულეებს, ვერ შევუერთდები საერთო აღფრთოვანებას. ყველა ამბობს, რომ ტომი შემდეგი დიდი ვარსკვლავია. შესაძლოა, ასეცაა. მაგრამ მე ჯერჯერობით ამაში დარწმუნებული არ ვარ“, – თქვა პორიემ.

შეგახსენებთ, რომ ასპინალი ქამარს სირილ განთან დაიცავს. მათი დაპირისპირება 25 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 321-ზე შედგება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი