დენა უაითი
Aa
Aa

UFC-ის ღონისძიება საქართველოში? | დენა უაითის საინტერესო განცხადება

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა TNT Sports-ს ინტერვიუ მისცა. საბრძოლო ორგანიზაციის პირველმა პირმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა, რომელიც UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე გაესაუბრა.

„დღეს შეხვედრაზე ვიყავი და მას საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მან გვითხრა, რომ ჩვენთან საუბარი სურდა და მისი მიზანი UFC-ის ღონისძიების საქართველოში გამართვა გახლდათ. ეს ზუსტად შუადღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა და გვინდა, მერაბმა სამშობლოში იჩხუბოს.“

შეგახსენებთ, რომ უაითმა დვალიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსწონს ის, რასაც მერაბი აკეთებს. „მანქანა“ დეკემბერში პიოტრ იანის წინააღმდეგ იჩხუბებს და შეეცდება, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2025 წელს მეოთხედ დაიცვას.

უაითმა თოფურიაც ახსენა. UFC-ის პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, თითქოს „ელ მატადორისა“ და პედი პიმბლეტის ორთაბრძოლა ჩანიშნულია და მას იანვარში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამპარტავნობა ყველას გაანადგურებს“ - უმარი ილიას გამოეხმაურა
„ამპარტავნობა ყველას გაანადგურებს“ - უმარი ილიას გამოეხმაურა