ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ამპარტავნობა ყველას გაანადგურებს“ - უმარი ილიას გამოეხმაურა

ცოტა ხნის წინ ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: „ველოდები ისლამის მომდევნო ბრძოლის დასრულებას. თუ ის დამარცხდება, ჩემთან დაპირისპირება კი არა, დაღესტანში დაბრუნება და ცხვრების მწყემსვა მოუწევს“. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა უმარ ნურმაგომედოვს მაურო ბაუტისთან ბრძოლის წინ გასამართ პრესკონფერენციაზე და მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„როგორც ერთხელ მენი პაკიაომ განაცხადა, ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი სპორტსმენია, ამპარტავნობის გამო განადგურდება. შეგიძლია თქვა რაც გინდა. ასე ისლამსაც შეუძლია განაცხადოს, რომ თუ თოფურიას დაამარცხებს,  ილიას მაღაზიაში ტანსაცმლის გაყიდვა მოუწევს, მაგრამ მახაჩევს კარგად ვიცნობ და ასეთ კომენტარებს არასოდეს გააკეთებს. ისე მინდა ყველამ იცოდეს, ისლამს დიდი ხანია ცხვრების ფერმა აქვს და ამ საქმიანობას ილიას რჩევების გარეშეც მიყვება“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი უკვე ჩავიდა ნიუ-იორკში და ჯეკ დელა მადალენასთან გასამართი ბრძოლისთვის მზადების ბოლო ეტაპს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი