მძიმე მარცხი | 17-წლამდე ნაკრები ისლანდიასთან განადგურდა
Aa
Aa

მძიმე მარცხი | 17-წლამდე ნაკრები ისლანდიასთან განადგურდა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო - პირველ ტურში ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე ისლანდიის ნაკრებთან უშანსოდ წააგო.

ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა: ალექსანდერ პალმასონის პასის შემდეგ კაპიტანმა, ალექსანდერ გუდიონსონმა ისლანდია დააწინაურა. მე-12 წუთზე სტუმრებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე კარგად მათე ჭელიძემ ითამაშა და გუნდი მეორე გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

24-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ქვედა მარცხენა კუთხეში სანდრო მიქაუტაძე ურტყამდა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 29-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს - შორეულ ძელზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით პალმასონმა გამოიჩინა თავი და ასისტს გოლი მიუმატა. 37-ე წუთზე საბა ავდოევმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პორი ინგოლფსონმა მესამე გოლი გაიტანა - 1:3.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა შეტევაში უფრო აქტიურად დაიწყო თამაში, თუმცა 71-ე წუთზე ბიარკი გარდარსონმა ისლანდიელთა მეოთხე გოლი გაიტანა, 85-ზე კი გუდიონსონმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:5.

შემადგენლობა: მათე ჭელიძე, იოანე გოგიჩაიშვილი (ანდრია ფოცხვერია, 70), ალიკა გეთიაშვილი, დავით ცქვიტაია, თორნიკე ფილაური (თორნიკე კვარაცხელია, 46), საბა ავდოევი, საბა შარვაშიძე (კ), ლუკა შარიქაძე (საბა კილაძე, 76), ანდრია ბართიშვილი (ანდრია სვანიძე, 76), სანდრო მიქაუტაძე, სანდრო კუნჭულია (გიორგი გორგაძე, 59).

30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება, მანამდე კი 27 ოქტომბერს საბერძნეთი-ისლანდიის მატჩი შედგება. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებში მოხვედრა ყველაზე დიდი ოცნებაა“ - ინტერვიუ სანდრო ნარიმანიძესთან
„ნაკრებში მოხვედრა ყველაზე დიდი ოცნებაა“ - ინტერვიუ სანდრო ნარიმანიძესთან