სანდრო კობახიძე
Aa
Aa

ვიცით ისლანდიას რა უნდა დავუპირისპიროთ | კობახიძის კომენტარი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პირველ მატჩში ისლანდიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანდრო კობახიძემ ნაკრების პრესსამსახურთან ისაუბრა.

სანდრო კობახიძე: „კარგი შეკრება გამოვიდა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. საკმაოდ საინტერესო და რთული მეტოქე გვყავს. საინტერესო თამაშს ველოდებით. ვფიქრობ გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი განწყობა იქნება, ფეხბურთელების განწყობა თამაშზე. ბრძოლისუნარიანი და აგრესიული გუნდია.

ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. ვიცით რა უნდა დავუპირისპიროთ, ჩვენი პლუსები გვაქვს. მით უმეტეს სახლში ვთამაშობთ. ამიტომ დადებით შედეგს ველოდებით’’.

საქართველო-ისლანდიის 17-წლამდე ნაკრებების მატჩი დღეს, 24 ოქტომბერს „მიხეილ მესხი 2’’-ზე 18:00 საათზე დაიწყება.

ქართველი ფეხბურთელები მეორე მატჩს 30 ოქტომბერს საბერძნეთთან „მიხეილ მესხი 2’’-ზე გამართავენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში 2 გუნდი გავა.

მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913).

მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი). რევაზ ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები