ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

თოფურია: ჩემი ნება რომ იყოს, პედისთან ბრძოლა უფრო მსურს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ამ დრომდე უცნობია.

„ელ-მატადორმა“ AS-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ამ და სხვა საინტერესო თემაზე ილაპარაკა. კითხვაზე იქნება თუ არა მისი ბრძოლა UFC 324-ის მთავარი მოვლენა, ქართველმა მებრძოლმა ასე უპასუხა:

„ამ დროისთვის მართლა არაფერია ოფიციალური. UFC-სთან ოფიციალური საუბარი არ მქონია. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია. როგორც კი დამირეკავენ და დეტალებს განვიხილავთ, შევძლებ უფრო მეტის თქმას. მაგრამ ამ მომენტისთვის, სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ჭორებია“.

ილია თოფურიას კითხვა დაუსვეს აგრეთვე პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯიზე. კერძოდ, რომელ მეტოქეს ანიჭებს ის უპირატესობას.

„ჩემი ნება რომ იყოს, პედისთან ბრძოლა უფრო მსურს, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია და ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო სანახაობრივი ბრძოლა იქნება საზოგადოებისთვის. მე ვჩხუბობ იმისთვის, რომ ყველა გავართო და მათ მართლაც უნიკალური გამოცდილება ვაჩუქო. ვფიქრობ, პედისთან ამის მიღწევა შეგვიძლია. იმის მიუხედავად, თუ რა მინდა მე, საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო სიტყვა, UFC-ს ეკუთვნის“, - თქვა ილია თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ „მატადორი“ ჩემპიონი 29 ივნისს გახდა, როდესაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ამის შემდეგ, თოფურია ოქტაგონში არ გამოჩენილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი