მეოთხე ბრძოლა მერაბთან? - რას ამბობს პიოტრ იანი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან მოგებული ბრძოლა გაიხსენა.
„აბსოლუტურად ვეთანხმები მსაჯთა გადაწყვეტილებას - მერაბ დვალიშვილი დამსახურებულად დავამარცხე. თუ ვინმე ამას ეჭვქვეშ აყენებს, ეს მე არ მაინტერესებს.
ამოწურულია თუ არა მერაბთან კონფლიქტი? ამას კონფლიქტს ვერ ვუწოდებ. ვიჩხუბეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მცირე საუბარი გვქონდა. პოლიტიკასა და ისტორიაზე ვისაუბრეთ. ვუთხარი, რომ წიგნები წაეკითხა და იქნებ ეს დაამშვიდებდა.
მეოთხე ბრძოლა მერაბთან? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოიგებს თუ არა დვალიშვილი მომდევნო ჩხუბებს. თუ მეც გავაგრძელებს ქამრის დაცვას, იძულებულები ვიქნებით, კიდევ ერთხელ შევხვდეთ. თუმცა იქამდე ჯერ დიდი დროა.
ვარ თუ არა სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი? ყველა პერიოდს თავისი ჩემპიონი ჰყავს. ჯერ იყო ჟოზე ალდო, შემდეგ თიჯეი დილაშოუ, მერაბიც დიდიხანი იყო მწვერვალზე, ახლა კი ჩემპიონი მე ვარ“.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი ტრილოგიაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს