თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ბარსელონა უშანსოდ დამარცხდა | შენგელიას 13 ქულა ჰქონდა

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროლიგაზე ზედიზედ მეორე დამარცხდა. „დუბაისთან“ წაგებული მატჩის შემდეგ კატალონიელები საკუთარ კედლებში „ჟალგირისს“ შეხვდნენ და მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს.

„ჟალგირისმა“ პირველი მეოთხედი 12 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მესამე მეოთხედში „ბარსელონას“ ჩამორჩენამ 25 ქულაც შეადგინა და შენგელიას გუნდის მაქსიმუმი 15-ქულიანი სხვაობის დაფიქსირება გახდა - 73:88.

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 21 წუთ-ნახევარი გაატარა. ამ დროში, თორნიკემ 13 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, 2 სამქულიანი კი ააცილა.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ სამი მოგება და ამდენივე წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში გამართავს და 25 ოქტომბერს „ბრეოგანს“ დაუპირისპირდება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი ურთიერთობა კარგად არ დაწყებულა“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა
„ჩვენი ურთიერთობა კარგად არ დაწყებულა“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა