ირის ანტმანი
Aa
Aa

პირველი ამხანაგური მატჩი | ქალთა ნაკრების ნულოვანი ფრე მოლდოვასთან

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ირინს ანტმანის გუნდი მოლდოვას დაუპირისპირდა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - 0:0.

შეხვედრის დიდი ნაწილი ირის ანტმანის გუნდის უპირატესობით წარიმართა. ქართველ ფეხბურთელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ და მიზანთან ახლოს თეონა ბაქრაძე და მაიკო ბებია იყვნენ, თუმცა მოლდოველთა მეკარე საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი თამაში გაიმართება. საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ნაკრებების მეორე ამხანგური მატჩი 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი და მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტის ეთერში იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა სუხაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეკა თაბაგარი (ელიტა, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გძარცვავენ და წუწუნებენ“ | იამალის განცხადება და რეალის მოთამაშეების რეაქცია
„გძარცვავენ და წუწუნებენ“ | იამალის განცხადება და რეალის მოთამაშეების რეაქცია