950 გოლი კარიერაში - რონალდუმ ალ ჰაზემის კარი აიღო
საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრი ალ ჰაზემს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში 950-ე ოფიციალური გოლი გაიტანა და 1000-გოლიან ნიშნულამდე 50 გოლი აკლია. ალ ნასრის მხრიდან პირველი გოლი ჟოაუ ფელიქსმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეგენდარული პორტუგალიელისთვის ეს ყველა ტურნირზე ერთად, მერვე ჩატარებულ შეხვედრაში მეშვიდე გოლი იყო.
რაც შეეხება ალ ნასრის, არაბული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს 6-დან 6 მოგებით და 18 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში, ალ ნასრი ალ ფაჰიას დაუპირისპირდება.