კარლო ანჩელოტი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„მას შემდეგ მისი დანახვაც არ სურდა“ - ანჩელოტი-გატუზოს კონფლიქტის დეტალები

როგორც ირკვევა 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული კარლო ანჩელოტისა და ჯენარო გატუზოს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც დღემდე გრძელდება და ძველი ნაცნობები ერთმანეთთან პრაქტიკულად არ კონტაქტობენ. ეს ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო, Corriere della Sera-სთან  ინტერვიუში კარლიტოს შვილმა, კატია ანჩელოტიმ გაამჟღავნა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ყველაფერი კარგად მახსოვს - 2019 წლის 10 დეკემბერს, ჩემთვის დღემდე გაუგებარი მიზეზების გამო, კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს და მისი თანამდებობა ჯენარო გატუზოს შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში „მილანში“ მისი ხელმძღვანელობით ასპარეზობდა, რინოს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ კარლიტო საქმის კურსში ჩაეყენებინა და არც უხერხულობის შეგრძნება გასჩენია, რის გამოც მამას დღემდე მისი დანახვა არ სურს.

თუმცა, მათი შეხვედრისა და დაპირისპირების შანსი არსებობს - თუ გატუზომ იტალიის ნაკრები მუნდიალზე გაიყვანა, რისი იმედიც ყველას გვაქვს, იდეალური იქნებოდა 2026 წლის მუნდიალის ფინალში კარლოს მომზადებული ბრაზილიისა და „სკუადრა აძურას“ გზები გადაკვეთილიყო. ბოლოს ეს 1994 წელს მოხდა და მაშინ მამა არიგო საკის ასისტენტი იყო, გატუზო სად იმყოფებოდა ხომ არ იცით?“

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით „მილანში“ 2001-2009 წლებში ასპარეზობდა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი, თითოჯერ კი სკუდეტო, კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიდევ ერთი მუნდიალის გამოტოვება აუტანელი იქნება“ - ტოტი გატუზოს მუშაობაზე
„კიდევ ერთი მუნდიალის გამოტოვება აუტანელი იქნება“ - ტოტი გატუზოს მუშაობაზე