„ზაფხულში რით იყო დაკავებული“ - გარნეტმა ემბიდი გააკრიტიკა
NBA-ს წლევანდელი სეზონი „ფილადელფიასთვის“ კარგად დაიწყო, რასაც „სიქსერსის“ წამყვან კალათბურთელზე, ჯოელ ემბიდზე ნამდვილად ვერ ვიტყვით - მან „ბოსტონთან“ (116:117) მოგებულ შეხვედრაში პარკეტზე 20 წუთი გაატარა და მხოლოდ 4 ქულის, 6 მოხსნის, 2 ასისტისა და 1 დაფარების დაგროვება შეძლო. ყველა ფიქრობს, რომ ემბიდის ცუდი ასპარეზობა იმით არის განპირობებული, რომ სარეაბილიტაციო პროცესი ახალი დასრულებული აქვს, რასაც ლეგენდარული კევინ გარნეტი კატეგორიულად არ ეთანხმება და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ტრავმა და სარეაბილიტაციო პროცესი ჩემთვის არგუმენტი არ არის. ამით მას შეუძლია თავი ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან გაიმართლოს, მაგრამ არა ჩემთან, რადგან წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი.
აპრილში დაშავებულმა მოთამაშემ სექტემბრამდე ფორმა როგორ ვერ უნდა აღიდგინოს? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი ტრავმის სიმძიმე, რომელსაც ემბიდი მკურნალობდა. რას აკეთებდა მთელი ზაფხულის განმავლობაში? აღდგენისთვის და მომზადებისთვის დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა“.
ცნობისათვის, ჯოელ ემბიდი „ფილადელფიას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მას შემდეგ NBA-ს ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში შვიდჯერ მიიღო მონაწილეობა. 2024 წელს პარიზში კი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.