თამაშგარე მდგომარეობის წესი იცვლება? - ვენგერი აქტიურად მუშაობს
არსენ ვენგერი, რომ ფეხბურთის წესების შეცვლის ინიციატორია ეს ახალი არავისთვის არ არის. სულ ცოტა ხნის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
შესაძლოა ფეხბურთის წესები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე სამუდამოდ შეიცვალოს. მიზეზი? „ვენგერის კანონი“ დაბრუნდა, თანაც ისე მძაფრად და ძლიერად, როგორც არასდროს.
არსენ ვენგერმა, რომელიც FIFA-ს საფეხბურთო განვითარების დირექტორია, კვლავ წამოაყენა წინადადება თამაშგარე მდგომარეობის წესის შეცვლაზე.
ამის შესახებ ესპანელმა ყოფილმა არბიტრმა ედუარდო იტურალდემ Cadena SER-ის რადიოგადაცემაში განმარტა.
იტურალდე:
„ამჯერად, როგორც გავიგე, შესაძლოა, ცვლილება მართლაც განხორციელდეს. ოქტომბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში სპეციალისტთა და ტექნიკოსთა კომიტეტი ამ წინადადებას განიხილავს. ჯგუფში 23 ფეხბურთელი და 11 მსაჯია და მისი ხელმძღვანელი სწორედ ვენგერია,“
რას ითვალისწინებს ცვლილება?
ვენგერის იდეის მიხედვით, მოთამაშე ოფსაიდში აღარ ჩაითვლება, თუ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი, რომლითაც გოლის გატანა ნებადართულია (ხელისა და მკლავის გამოკლებით), ხაზზეა ან უკანაა მცველის სხეულის რომელიმე ნაწილთან შედარებით.
საბოლოო ჯამში, ეს ცვლილება თამაშგარე მდგომარეობის წესს უფრო შეტევითი ფეხბურთის სასარგებლოდ გარდაქმნის, რამაც შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ფეხბურთის სტილი.