არსენ ვენგერი
Aa
Aa

„კაცები ბიჭების წინააღმდეგ“ | ვენგერმა ელ კლასიკოზე ისაუბრა

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. „რეალმა“ „ბარსელონა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, მატჩზე ისაუბრა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ჩაბი ალონსომ შემადგენლობა კარგად დააბალანსა და, საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ რამდენიმე ასპექტში მატჩი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს კაცები ბიჭებს ეთამაშებოდნენ.

მაგალითად, „რეალი“ შეტევაში „ბარსელონაზე“ ბევრად ძლიერი იყო. მადრიდელები ტოვებდნენ შთაბეჭდილებას, რომ კიდევ ერთი გოლის გატანაც შეეძლოთ, ხოლო „ბარსელონა“, ლევანდოვსკისა და რაფინიას გარეშე, უკბილოდ გამოიყურებოდა. მეორე ტაიმში „ბლაუგრანა“ ბურთს ფლობდა, მაგრამ არ იგრძნობოდა, რომ გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა.

ალონსო საქებარ სიტყვებს იმსახურებს — მან შემადგენლობა კარგად დააბალანსა და ფეხბურთელები მაქსიმალურად დაამოტივირა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ „ბარსელონამ“ ინიგო მარტინესი დაკარგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. ამ მატჩში აშკარად გამოჩნდა, რომ მბაპეს წინააღმდეგ „ბარსელონას“ გამოცდილება აკლდა,“ — განაცხადა ვენგერმა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვებით „რეალმა“ 27 ქულა დააგროვა და „ბარსელონას“ 5 ქულით გაუსწრო. „ბლანკოსი“ პირველ ადგილს იკავებს, ხოლო „ბლაუგრანა“ 22 ქულით მეორე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო