ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამას დომინაცია | ფრანგი კალათბურთელის ისტორიული სტარტი

„სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი ზედიზედ სამი გამარჯვებით გახსნა. „დალასთან“ და „ნიუ ორლეანთან“ მოგებული გასვლითი მატჩების შემდეგ „სან ანტონიომ“ საშინაო არენაზე იასპარეზა და „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხა - 118:107.

„სპურსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი ვიქტორ ვემბანიამამ შეიტანა. ფრანგი კალათბურთელი „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო იყო და მატჩი 31 ქულით, 14 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 6 დაფარებით დაასრულა. ვემბანიამამ რეკორდიც დაამყარა. ის NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც სეზონის საწყის სამ შეხვედრაში მინიმუმ 100 ქულა და 15 დაფარება გააკეთა.

ფრანგი კალათბურთელის გარდა, 20 ქულით დილან ჰარპერი გამოირჩა. კელდონ ჯონსონს 19 ქულა ჰქონდა, ხოლო დევინ ვესელს - 16. „ნეთსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 40 ქულა კემ ტომასმა ჩააგდო. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 3-დან 3 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა